Privacy Policy

ჩვენი ვებ-საიტი: https://netplus.ge.

როდესაც ვიზიტორები ტოვებენ კომენტარებს საიტზე, ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს, რომლებიც ნაჩვენებია კომენტარების ფორმაში, ასევე ვიზიტორის IP მისამართს და ბრაუზერის მომხმარებლის აგენტის სტრიქონს, რათა დაგეხმაროთ სპამის აღმოჩენაში.

თქვენი ელ.ფოსტის მისამართიდან შექმნილი ანონიმური სტრიქონი (ასევე უწოდებენ ჰეშს) შეიძლება მიეწოდოს Gravatar სერვისს, რათა ნახოთ, იყენებთ თუ არა მას. Gravatar სერვისის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ხელმისაწვდომია აქ: https://automattic.com/privacy/. თქვენი კომენტარის დამტკიცების შემდეგ, თქვენი პროფილის სურათი ხილული იქნება საზოგადოებისთვის თქვენი კომენტარის კონტექსტში.

თუ თქვენ ატვირთავთ სურათებს ვებსაიტზე, თავიდან უნდა აიცილოთ სურათების ატვირთვა ჩაშენებული მდებარეობის მონაცემებით (EXIF GPS). ვებსაიტის სტუმრებს შეუძლიათ ჩამოტვირთოთ და ამოიღონ ნებისმიერი მდებარეობის მონაცემები ვებსაიტზე არსებული სურათებიდან.

Cookies – იგივე მზა ჩანაწერები, არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ეხმარებიან ვებგვერდს შეუფერხებელ და ეფექტურ ფუნქციონირებაში. ისინი ინახება თქვენსავე მოწყობილობაში და სურვილისამებრ შესაძლებელია მათი წაშლა;

  • აუცილებელი Cookie ფაილები საჭიროა ვებგვერდის საბაზისო ფუნქციების მუშაობისათვის, გვერდზე ნავიგაციისა და უსაფრთხო მოხმარებისათვის;
  • ფუნქციური Cookie ფაილების მთავარი დანიშნულება არის მომხმარებლის მიერ, ვებგვერდზე გაკეთებული ამა თუ იმ არჩევანის დამახსოვრება, რათა მას ყოველ ვიზიტზე ხელახლა არ მოუხდეს ამ არჩევანის გაკეთება, მაგალითად ვებგვერდის მოხმარების წესებსა და Cookie პოლიტიკაზე თანხმობა;
  • ანალიტიკური ტიპის Cookie ფაილები აგროვებენ ინფორმაციას ვებგვერდისა და მისი მომხმარებლის ქცევის შესახებ. იმის მიხედვით თუ ვებგვერდის რომელ ნაწილთან და სეგმენტთან აქვს მომხმარებელს ესა თუ ის ინტერაქცია;
  • კომპანია ზრუნავს პერსონალური მონაცემების დაცვაზე და იცავს მყიდველის კონფიდენციალურობას რეგლამენტსა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ სხვა, გამოყენებადი ნორმატიული აქტებში ასახული დებულებების შესაბამისად;
  • კომპანია მიმართავს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ფიზიკურ და უსაფრთხოების სხვა ზომებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება კომპანიაში ხორციელდება პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალურობის აუცილებელი უსაფრთხოების, მათ შორის, არასანქციონირებული და უკანონო დამუშავებისგან პერსონალური მონაცემების, ასევე, შემთხვევითი დაკარგვის, გაფუჭებისა თუ განადგურებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად;
  • როგორც კი ცნობილი გახდება პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის შესახებ, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მომხდარის შესახებ საზედამხედველო ორგანოებს;
  • წინამდებარე ურთიერთობის მიზნებისთვის „კომპანია“ წარმოადგენს შპს „ალტა რითეილის“ ვებ-პლატფორმის „მომხმარებლების“ პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელ პირს;

პერონალური მონაცემების შენახვა ხდება მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გაუქმებამდე;

  • „მომხმარებელი“ „სისტემაში“ რეგისტრაციით, თანხმობას აცხადებს, მომხმარებლისათვის“ ინფორმაციის მიწოდების, მიერ „მომხმარებლისათვის“ გაწეულ მომსახურებასთან, მიწოდებულ პროდუქციასთან, „კომპანიაში“დანერგილ სიახლეებთან და სპეციალურ შეთავაზებებთან დაკავშირებით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მიიღოს, შეინახოს და დაამუშავოს რეგისტრაციის პროცესში „მომხმარებლის“ მონაცემები („მომხმარებლის“ სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.). აღნიშნული თანხმობა გაცემულად ითვლება „მომხმარებლის“ მიერ „სისტემაში“ რეგისტრაციის პროცესის დასრულებისას და მოცემულ წესზე ელექტრონული ხელმოწერის შემდგომ;
  • „მომხმარებელი“/სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ფიზიკური პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს „კომპანიას“ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით – ქოლ ცენტრში დარეკვით: 579273582, წერილობითი შეტყობინების შემდეგ მისამართზე გაგზავნით: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N112, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@netplus.ge ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით. თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასეთ დროს „კომპანია“ ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი;
  • წინამდებარე თანხმობით მე, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი წინასწარ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებას ვანიჭებ შ.პ.ს „მიკროს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 431178664) როგორც შპს „მიკროსი“-ს“ ვებ-აპლიკაციის „მომხმარებლების“ პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელ პირს, „მომხმარებლისათვის“ ინფორმაციის მიწოდების, „მომხმარებლისათვის“ გაწეულ მომსახურებასთან, მიწოდებულ პროდუქციასთან, „კომპანიაში“, „ დანერგილ სიახლეებთან და სპეციალურ შეთავაზებებთან დაკავშირებით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დაამუშავოს ჩემი პერსონალური მონაცემები. ამასთან,ასეთ შემთხვევაში, თანახმა ვარ, „მიკროს“-ს მიერ ხსენებული მონაცემების შენახვა განხორციელდეს კომპანიის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრული ვადით ან იმ ვადამდე, სანამ ჩემი მხრიდან არ მოხდება სხვაგვარი მითითება წინამდებარე დოკუმენტითა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
  • წინამდებარე თანხმობით ვაცხადებ, რომ ინფორმირებული ვარ, ჩემი, როგორც მონაცემთა სუბიექტის კანონმდებლობით – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მონიჭებული უფლებების, კერძოდ, მონაცემთა დამმუშავებლისგან ჩემი მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის და განადგურების თაობაზე, კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით – ქოლ ცენტრში დარეკვით: 579273582, წერილობითი შეტყობინების შემდეგ მისამართზე გაგზავნით: ქ. თბილისი, ქ.თბილისი კახეთის გზატკეცილი N112, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@netplus.ge ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;